ეს იყო კარგად ორგანიზებული, ტიტუშკების თავდასხმა – ასე გამოეხმაურა ერთიანი ნაციონალური მოძრაობისწევრი, ლევან ხაბეიშვილი პარტიის წევრ, გიორგი კირთაძეზე თავდასხმას.
“უსამშობლო, რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი და უსამშობლო, რუსული ოცნება 10 წელია, საზოგადოებას ყოფს, ხლეჩს, ერთმანეთთან აპირისპირებს და საკუთარ ამომრჩეველს ბოღმითა და შურისძიებით კვებავს. მუდმივად დაკავებულია, რომ საზოგადოება გახლიჩოს და ერთმანეთთან დააპირისპიროს. მათ არაფერი ქართული და ადამიანური არ გააჩნიათ – არც ზნეობა, არც მორალი. დღეს ჩვენ რაც ბათუმში ვნახეთ, კიდევ ერთი რუსული პროვოკაცია იყო პატრიოტი ადამიანების წინააღმდეგ. ჩვენ გიორგი კირთაძეზე ორგანიზებული, ტიტუშკების თავდასხმა ვნახეთ. ეს შემთხვევითი არ იყო. ეს იყო კარგად ორგანიზებული და ორკესტრირებული. უსამშობლო ბიძინა ივანიშვილს, რუს ოლიგარქსა და რუსულ ოცნებას რუსული პიარკამპანია სურთ – ის, რომ თურმე პრობლემა არ არის იმაში, რომ რუსებს იცავენ და საქართველო გაარუსეს, ქუჩაში გადაიტანონ და ცდილობენ, რომ რუსი ტიტუშკები იმ ადამიანებს მიუგზავნონ, ვინც ქართულად ფიქრობს და ვისაც ცივილიზებული სამყაროს წევრობა სურს. დღევანდელი დღე, გიორგი კირთაძეზე თავდასხმა კიდევ ერთი ნათელი გამოვლინებაა იმის, რომ რუს ივანიშვილსა და რუსულ ოცნებას არანაირი სურვილი არ აქვთ, საქართველოში მშვიდობა იყოს. არავითარი სურვილი, რომ პოლარიზაცია დასრულდეს, მათ არ აქვთ. მათი სურვილია დაპირისპირება, ბოღმა, ღვარძლი და ამას აღვივებენ. ფაქტობრივად ყოველდღიურ რეჟიმში, მათი შეთავაზება საკუთარი ამომრჩევლებისთვის არის ღვარძლი, ბოროტმოქმედება, ბოროტება და მათ საერთოდ არც კი წარმოუდგენიათ, როგორ შეიძლება, ქართველი ხალხი ხელჩაკიდებული იყოს და ერთად სურდეს ევროპული მომავალი”- თქვა ხაბეიშვილმა.