“ეს იყო რუსული სპეცოპერაცია, რომელიც შეასრულა საპატრიარქომ და სუსმა” – ასე ეხმაურება, 5 ივლისის მოვლენებს, პოეტი პაატა შამუგია, ფორმულას გადაცემა “პოლიტმეტრში”.
”მთავარი პრობლემა არის ის რომ საპატრიარქო და ხელისუფლება, ყოველ შემთხვევაში სუსი მაინც, ორგანიზებულად ატარებდნენ საქართველოს მოქალაქეების ცეპა-ტყეპის სპეცოპერაციას. ამაზე პოლიტიკოსებმა და განსაკუთრებით ოპოზიციონერებმა ხმა უნდა ამოიღონ და იყოს კონსენსუსი. არ შეიძლება, რომ ბოროტებასთან რაღაც კომპრომისზე წახვიდე, რათა რაღაც სოციალური კაპიტალი გაიმყარონ რაღაცნაირად. ყველას მივმართავ, პოლიტიკოსებს, ოპოზიციას, რომ თქვენზე ჯვარი კი არ გვაქვს დაწერილი ძვირფასება – ხმა ამოიღეთ, გაატოკეთ ერთი ადგილი და დაარქვით ყველაფერს თავისი სახელი და თქვით, რომ ეს იყო რუსული სპეცოპერაცია, რომელიც შეასრულა საპატრიარქომ და ხელს უწყობდა ამ ორგანიზებულ დანაშაულს სუსი და საქართველოს სპეცსამსახურები”-განაცხადა შამუგიამ.