”ეს იყო უღირსობა, დაკარგეთ დიდი ადამიანური უპირატესობა, რაც გქონდათ”- ასე მიმართა, “მოქალაქეების” ლიდერმა და პარლამენტის წევრმა, ალეკო ელისაშვილმა მმართველ გუნდს, პენიტენციურის მიერ გავრცელებულ ექსპრეზიდენტის კადრებთან დაკავშირებით.
“ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის, იყო შეურაცხყოფა, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი, შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი რაღაცა არაჟნის ყუთებით იპარება და შეურაცხყოფას აყენებს სახელმწიფოს, რომელსაც ხელმძღვანელობდა. კამო არ სჩადიოდა ასეთ რაღაცებს, კამო პეტროსიანი, მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში. მაგრამ ამის გათვალისწინებით, ის კადრები, რაც ვნახეთ იყო უღირსობა და ის ადამიანური დიდი უპირატესობა, რაც გქონდათ, თქვენ დაკარგეთ, სამწუხაროდ. არ ვიცი ამას გრძნობთ, ვერ გრძნობთ. პოლიტიკას ხომ ორი განზომილება აქვს, ადამიანური და პრაგმატული, პრაგმატულადაც დაზიანდით და სახელმწიფო დააზიანეთ და ადამიანურადაც იყო დამაზიანებელი, უღირსობა ვნახეთ, მეტი არაფერი”, – განაცხადა მან.