“ეს კატატროფაა“–მოსკოველი დეპუტატები პუტინს მოუწოდებენ ომი შეწყვიტოს

მოსკოვის გაგარინსკის მუნიციპალური ოლქის დეპუტატთა საბჭო უკრაინაში სამხედრო მოქმედებებს გმობს და პუტინმს მოუწოდებს სასწრაფოდ ჯარები გამოიყვანოს.

პრეზიდენტისადმი გაგზავნილ წერილში რუსი დეპუტეტები უკრაინაში შეჭრას კატასტროფას უწოდებენ.

“ეს ქვეყნის დეგრადაციის და გაღატაკების გზაა. სხვა ვერანაირი ქმედებები ვერ მიაყენებდა რუსეთის ეკონომიკას უფრო დიდ ზიანს“– ნათქვამია მიმართვაში.

მანამდე ანტისაომარი განცხადებით გამოვიდა მოსკოვის ხამოვნიკის ოლქის დეპუტატთა საბჭო.