“მე მგონი აქ სხვადასხვა რაღაცაზეა საუბარი. მე უბრალოდ იმ ადამიანების მიკვირს, ადამიანური პოზიცია, გამოხატული კონკრეტული ჩემი აზრით, რაღაც ჟურნალისტური სიუჟეტის მიმართ, რომელიც არ ჯდება ჩემ გემოვნებაში. მე არ მომწონს, მე მაქვს ამის უფლება, სახალხო დამცველი რომ ვარ ეს არ ნიშნავს, რომ ვიღაცამ სიტყვის და აზრის გამოხატვის უფლება შემიზღუდა, მე შემიძლია დავაფიქსირო და ყოველთვის ვაფიქსირებ და დავაფიქსირებ ჩემ პოზიციას, მე არ მომწონს როდესაც ადამიანს ატყუებენ, აბუჩად იგდებენ, ამცირებენ, მითუმეტეს, როდესაც ეს ეხება ხანშიშესულ ადამიანს. რაც შეეხება ყველა სხვა საკითხს, თუ ვიღაცას რაღაც მტკიცებულება აქვს, ამ ადამიანს დანაშაული მიუძღვის, ეს სხვა საკითხია, ამას ჩემი პოსტი საერთოდ არ ეხებოდა, ჩემი პოსტი ეხებოდა სულ სხვა რამეს.
ჩემთვის გასაკვირი არის ასეთი ორგანიზებული თავდასხმა, თან ცუდი კი არ მითქვამს ამ ადამიანზე რამე ვინც ეს გააკეთა, უბრალოდ ვთქვი, რომ ეს არ არის ყველაზე საამაყო, რაც შეიძლება ადამიანმა გააკეთოს, იმიტომ რომ შეიძლება ამაზე კარგი რამეც გააკეთო ხომ?! საბოლოო ჯამში, მე რა ტენდენციაც დავინახე, რომ მე, როგორც ერთ მოქალაქეს, მითუმეტეს როგორც სახალხო დამცველს, ეს თავდასხმით, ასეთი ბულინგით რაღაცნაირად ცდილობენ, რომ სხვა დროს ჩემი აზრის გამოთქმის საშუალება ასე თამამად არ მქონდეს. ასეთი რაღაცები შემთხვევით არ ხდება”,
ამბობს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი “მთავარი არხის” ჟურნალისტის, ბექა ყორშიას სიუჟეტზე.