ეს მართლაც სამწუხაროა – კარპენტერი “ოცნების” მიერ შეთანხმების ანულირებაზე

აშშ-ის თავდაცვის მდივნის ყოფილი მოადგილე მაიკლ კარპენტერი ეხმიანება ქართული ოცნების მიერ შეთანხმების ანულირებას და ამ ფაქტს სამწუხაროს უწოდებს.

„ეს მართლაც სამწუხაროა. ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება მხარს უჭერდა კანონის უზენაესობას, პოლიტიკურ ინკლუზიურობას და თანაბარ პირობებს. სამწუხაროა, რომ მმართველი პარტია მას დაშორდა”, – წერს კარპენტერი Twitter-ზე.