ევროპარლამენტის პრეზიდენტი რუსეთის აგრესიასთან გასამკლავებლად უკრაინისთვის დამატებითი ფინანსური და სამხედრო დახმარების მოწოდებით გამოდის. რობერტა მეცოლას განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე ომი სასწრაფოდ უნდა შეწყდეს და ეს ომი უკრაინამ უნდა მოიგოს.
“ეს ომი სასწრაფოდ უნდა შეწყდეს და უკრაინამ უნდა მოიგოს. ეს ნიშნავს მეტ იარაღს უკრაინისთვის, მეტ ფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებას, მეტ სოლიდარობას და სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. ვამაყობ იმ მხარდაჭერით, რომელსაც ჩვენ უკრაინას ამ გაუმართლებელი ომის დაწყებიდან ვთავაზობთ ევროკავშირის დონეზე”, – თქვა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა.
მეცოლას თქმით, ევროკავშირს უფრო მეტის გაკეთება შეუძლია. ამასთან მეცოლა მიესალმება სანქციებს, რომლებიც ახლა დაწესდა რუსეთზე.
16 დეკემბერს, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტი დაამტკიცა. სანქციები დაწესდა დამატებით 141 ფიზიკური და 49 იურიდიული პირის მიმართ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ესკალაციის საპასუხოდ.