“თუ ყველა წევრი ქვეყანა დათანხმდება, საქართველოს სტატუსი ევროკავშირთან ურთიერთობაში ახალ სიმაღლეზე ავა. ამ პოზიციიდან კანდიდატის სტატუსზე გადასვლის პერსპექტივა კიდევ ერთი გზაა იმის სათქმელად, რომ ქვეყანა მზად იქნება დაიწყოს მოლაპარაკებები ევროკავშირის წევრობისთვის მას შემდეგ, რაც საქართველო შეასრულებს პრიორიტეტების ნაკრებს, როგორც ეს მოსაზრებაშია ასახული. ეს საქართველოსთვის ფხიზლად ყოფნის მომენტია… თქვენი ბედი თქვენს ხელშია”‘
ასე ეხმაურება ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი ევროკომისიის გადაწყვეტილებას, რომელმაც საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია არ გასცა.