”სოხუმში გადაღებული ეს ფოტო ყველას აქვს ნანახი და ბევრს გაზიარებული. მაგრამ, ბევრმა არ იცის, რომ მისი ავტორი Gela Khasaia დღეს რუსული რეჟიმის პოლიტიკური პატიმარი გახდა.

გელას წლებია ვიცნობ, წლებია ერთად ვიბრძვით. აი იმ პერიოდიდან 10-12 კაცი რომ ვიდექით ხოლმე აქციებზე, მაგალითად ბიჭვინთის ანექსიის თემაზე. ერთი კაცი თავისი Facebook გვერდით “აფხაზური ამბებით” იმდენ დევნილს დახმარებია და იმდენი ეთნიკურად ქართველის პრობლემა მოუგვარებია და დაუცვია მათი უფლებები თბილისიდან, ვერც ჩამოვთვლით. გელა იყო ერთ-ერთი მთავარი ხმა რეჟიმის ტყვეების ამბების წინ წამომქევაშიც.

ივანიშვილის რეჟიმმა ამ ყველაფერზე გაილაშქრა, რადგან, წლების წინ ენგურზე გადმოსული, აფხაზეთიდან დევნილი კაცის ასეთი ხმამაღალი აქტიურობა კრემლის აქაურ ფილიალს გამორჩეულად ურტყამდა.

ჰოდა, კაცს, რომელსაც დედა ახლაც გალში მუდმივი საფრთხის ქვეშ ჰყავს და მაინც არ გაჩერებულა, არაფერი შეაშინებს, ვერაფერი გატეხავს.

ბ ო ლ ო მ დ ე !”

ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის” წევრმა, ნიკა ფარულავამ განაცხადა.

წუხელ, გვიან ღამით, პოლიციამ დააკავა პოლიტიკური პარტიის, „გირჩი – მეტი თავისუფლების“ („კოალიცია ცვლილებისთვის“) წევრი, აქტივისტი გელა ხასაია, – სისხლის სამართლის წესით.