“გვჯერა, რომ ეს ხალხი ვინც განცხადება დაწერა, რაღაცა ფორმით პარლამენტში მოხვდება “- ამის შესახებ, გირჩის ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ ტელეკომპანია “კავკასიის” გადაცემა “ბარიერში” განაცხადა. იაგოს თქმით, მას სჯერა რომ ოპოზიციის ის წარმომადგენლები, რომლებმაც პარლამენტში არ შესვლაზე განცხადება დაწერეს, რაღაცა ფორმით პარლამენტში მოხვდებიან. მისივე თქმით, არ იცის ეს რა ფორმით მოხდება, მაგრამ სჯერა რომ ისინი პარლამენტში შევლენ.
“გულწრფელი რომ ვიყო, ჩვენ გვჯერა გულის სიღრმეში, რომ ეს ხალხი ვინც განცხადება დაწერა, რაღაცა ფორმით პარლამენტში მოხვდება”, – განაცხადა ხვიჩიამ.