ესპანეთმა ბარსელონაში რუსი ოლიგარქის იახტა დააკავა

ესპანეთმა, ბარსელონაში დროებით დააკავა რუსი ოლიგარქის 140 მილიონ დოლარიანი იახტა. აღნიშნულ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, 85-მეტრიანი იახტა რუსეთის სახელმწიფო კონგლომერატ Rostec-ის ხელმძღვანელს, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მოკავშირეს  კგბ-ს ყოფილ ოფიცერს, სერგეი ჩემეზოვს ეკუთვნის.

ესპანეთის პრემიერმინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ დაკავებული იახტა ერთ-ერთ “მთავარ ოლიგარქს” ეკუთვნის. “კიდევ უფრო მეტი იქნება”, – ამბობს სანჩესი.