ესპანეთში ბოლო 8 კვირაში კორონავირუსით სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

ესპანეთში ბოლო 8 კვირაში კორონავირუსით სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. კონკრეტულად კი, ქვეყანაში კორონავირუსით ბოლო დღე-ღამეში 143 პაციენტი დაიღუპა.

როგორც ქვეყნის ჯანდაცვის სამსახურში აღნიშნავენ, ვირუსით სიკვდილიანობის ასეთი დაბალი დღიური მაჩვენებელი 18 მარტის შემდეგ არ ყოფილა. სულ ქვეყანაში დაავადებას დღემდე 26 621 ადამიანი ემსხვერპლა. გარდა ამისა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით კიდევ 812 ადამიანი დაინფიცირდა და დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 224 390-მდე გაიზარდა.

ესპანეთში, კორონავირუსით ყველაზე მეტად მადრიდი და კატალონია დაზარალდნენ.ინფიცირებულთა რაოდენობით ესპანეთი მსოფლიოში, აშშ-ის შემდეგ, მეორე ადგილზეა.