ესპანეთში ქართველი მეზღვაური დაიღუპა. ინფორმაციას ადასტურებს საზღვაო სატრანსპორტო სააგენტო და აცხადებს, რომ ინციდენტი ტვირთის არასწორი დასაწყობების გამო მოხდა.
პირველადი დასკვნით, ტანკერზე ქიმიურმა ნივთიერებამ გაჟონა, რის შედეგადაც ჯამში 3 ადამიანი მოიწამლა, მათ შორის ერთი ქართველი და 2 თურქი. გარდაცვალების ზუსტ მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.
მეზღვაურის გადმოსვენების საკითხზე მუშაობს როგორც საქართველოს საელჩო, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტრო და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო.