ესტონეთი საქართველოს ვაქცინის 100 000 დოზას გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო Twitter-ზე ავრცელებს. თუ რომელ ვაქცინას გადმოგვცემს, ესტონეთი ჯერ-ჯერობით უცნობია.
“ესტონეთი დაეხმარება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს. მოლდოვას გადაეცემა ვაქცინის 100 000 დოზა. ასევე, 100 000 დოზა გადაეცემა ჩვენს პარტნიორ საქართველოს”, – ვკითხულობთ განცხადებაში.