ქართული ოცნების დეპუტატის, გია ვოლსკის აზრით, ეუთო/ოდირის შეფასება არჩევნების შესახებ ყველასთვის “კანონი უნდა იყოს”.
მისი თქმით, მოლოდინი აქვს, რომ ეუთო/ოდირის შეფასებას ოპოზიცია ადგილობრივ არჩევნებზე არ აღიარებს.
“როდესაც არის ეუთო/ოდირის განცხადება იმის თაობაზე, რომ არჩევნები ჩატარდა სამართლიანად, კონკურენტულ გარემოში, ეს ყველასთვის კანონი უნდა იყოს
„როგორც დავინახეთ, ეს კონკრეტული პოლიტიკური ძალებისთვის არ იყო კანონი და ვფიქრობ, მომავალშიც საამისოდ ემზადებიან. მე მაქვს მოლოდინი, რომ არ აღიარებენ (ეუთო/ოდირის შეფასებას) და შეეცდებიან, რომ დესტაბილიზაცია შექმნან საქართველოში“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
თვითიმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება.