ეუთო/ოდირის დასკვნით, ყველა კერძო მაუწყებელი არჩევნების მიკერძოებული იყო . ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის მიერ საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიშშია აღნიშნული.
„მაშინ როცა ძირითადი კანდიდატები საზოგადოებრივ არხებზე თანაზომადი ოდენობის ძირითადად ნეიტრალური გაშუქებით იყო უზრუნველყოფილი, ძირითადი კერძო მაუწყებლების მიკერძოებულმა სარედაქციო გაშუქებამ, მმართველ პარტიასა და მთავარ პოლიტიკურ ოპონენტებს შორის დებატების არარსებობამ, კამპანიის გაშუქების კონფრონტაციულმა ტონმა მნიშვნელოვნად შეამცირა ამომრჩეველთა შესაძლებლობა, გაეკეთებინათ ინფორმირებული არჩევანი. უფრო მეტიც, ნამდვილი საგამოძიებო პროგრამებისა და ანალიტიკური რეპორტაჟების არარსებობის გამო, კამპანიის გაშუქება ზოგჯერ შემოიფარგლებოდა ყოველდღიური კამპანიის საქმიანობის გაშუქებით და ძირითადი პოლიტიკური პარტიების მიერ გამოთქმული ბრალდებებით“,- აღნიშნულია ანგარიშში.