“ახალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ვაშაძე პაატა იმნაძის დღევანდელ განცხადებებს ეხმიანება და ამბობს, რომ მასობრივი ტესტირების არჩატარება მიზანმიმართულად ხდება.
მისი თქმით, ამას ორი მიზეზი აქვს. ერთი ის , რომ დაბალი ციფრები შეინარჩუნონ, მეორე კი , ხელისუფლებამ ,,ზედამხედველობის ფუნქცია” გაიხანგრძლივოს.
,,ის, რომ საქართველოში არ ხდება საყოველთაო ტესტირება, ეს მიზანმიმართულად ხდება და ამას აქვს კონრეკრეტული მიზეზი. პირველი – ფიქრობენ, რომ ამ ციფრებს შეინარჩუნებენ და იტყვიან, რომ კარგად ებრძოლნენ კორონავირუსს, მეორე, რომ ზედამხედველის ფუნქცია, რომელიც გაუტკბა “ქართულ ოცნებას”, უნდათ, რომ მაქსიმალურად გაწელონ. სამწუხაროა, რომ ექიმები იჭრებიან პოლიტიკაში და პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ. ამ განცხადებებს ეფარება “ქართული ოცნება”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ცნობისთვის, დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ ,,კორონავირუსზე ტესტები ჩატარდება ისე, როგორც ამას გადაწყვეტს ის გუნდი ქვეყანაში, რომელიც მართავს სიტუაციას”.