“ექიმმა მითხრა, რომ ორგანიზმში დაიწყო ინტოქსიკაცია, არის თირკმელის გაჩერების რისკი”- ამის შესახებ პარტია “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია, სოციალურ ქსელში წერს. ხოშტარია ამ ეტაპზე ექიმის რეკომენდაციით გადასხმებს დათანხმდა, რათა თირკმლის გაჩერების რისკი მოიხსნას თუმცა კლინიკაში გადაყვანაზე უარს აცხადებს.
”გაბარებთ ანგარიშს:)
გუშინ ექიმმა გააკეთა განცხადება ჩემ ჯანმრთელობაზე, რომ ცოტა დამძიმდა მდგომარეობა.
მოკლედ, ექიმმა მითხრა, რომ ორგანიზმში დაიწყო ინტოქსიკაცია და თუ ამ ეტაპზე რეგულარულ გადასხმებს (მედიკამენტოზურს და არა საკვები, ეს გამორიცხულია) არ გავიკეთებ, თირკმელი ვერ გაუძლებს. შემომთავაზა ჰოსპიტალიზაცია, ამაზე უარს ვამბობ.
აქედან გამომდინარე დავთანხმდი ამ ეგაპზე გადასხმებს, როდესაც თირკმელის გაჩერების რისკი მოიხსნება, შევაჩერებ გადასხმებს.
თავს ვგრძნობ კარგად.
ვარ ძალიან შემართებით, წამი არ ყოფილა, რომ ვიტანჯებოდე.
დღეს წარმატება ჩემ მეგობრებს აქციაზე!
გადაიყვანეთ სააკაშვილი კლინიკაში! მე გაჩერებას არ ვაპირებ!”- წერს ხოშტარია.