ექსპერტიზამ დაადასტურა ავიაკატასტროფაში პრიგოჟინისა და უტკინის გარდაცვალება

ექსპერტიზამ ოფიციალურად დაადასტურა პრიგოჟინისა და უტკინის გარდაცვალება ტვერის რეგიონში მომხდარ  ავიაკატასტროფაში.

მოლეკულური გენეტიკური გამოკვლევების შედეგების საფუძველზე დადგინდა ტვერის რეგიონში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპული 10-ვე ადამიანის ვინაობა, ისინი შეესაბამება ფრენის ფურცელში მითითებულ სიას, განაცხადა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა.

23 აგვისტოს  მოსკოვიდან სანკტ-პეტერბურგში ფრენის დროს ბიზნეს თვითმფრინავი, რომელსაც ვაგნერის  ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი და მისი მარჯვენა ხელი დიმიტრი უტკინი გადაჰყავდა, ჩამოვარდა.

გაჩნდა ეჭვი, რომ შესაძლოა პრიგოჟინი და უტკინი ბორტზე რეალურად არ იმყოფებოდნენ და შესაძლოა ყალბი დოკუმენტები იქნა გამოყენებული.

ფრენის ფურცლის მიხედვით, ჩამოვარდნილი რეისის მგზავრები იყვნენ სერგეი პროპუსტინი, ევგენი მაკარიანი, ალექსანდრე ტოტმინი, ვალერი ჩეკალოვი, დიმიტრი უტკინი, ნიკოლაი მატუსევი და ევგენი პრიგოჟინი.

ეკიპაჟის წევრები არიან მეთაური ალექსეი ლევშინი, მეორე პილოტი რუსტამ კარიმოვი და ბორტგამცილებელი კრისტინა რასპოპოვა.