“ეძებენ პოლიტიკური დავალების მიმცემებს, რომლებზეც რაღაც ჩვენებები უნდათ”- საქალაქო სასამართლოში ნინო კალანდაძის გამოკითხვა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ამბობს, კითხვების ძირითადი ნაწილი უკავშირდებოდა სხვადასხვა მედიასაშუალებებში მისი მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს.
“მიმდინარე საქმე ეხება საქართველო-აზერბაიჯანს შორის შეთანხმებულ საზღვრებს. დავით გარეჯის საკითხი შედის საქართველო-აზერბაიჯანის შეუთანხმებელ საზღვრების ნაწილში. ანუ, ამ ორი საკითხის ურთიერთდაკავშირება შეუძლებელია. ძალიან მკაცრი ინსტრუქცია არსებობს, რომ ეს საქმე რაღაცნაირად ბოლომდე მიიყვანონ. ამ საქმეს უჭირს, ამ საქმეს არ აქვს სისხლის სამართლებრივი ნიშნები. ეს საქმე, ბოდიში გამოთქმისთვის, ყარს, სუფთად პოლიტიკურია. ეს ესმის ყველას. აშკარად იკვეთება განწყობა, რომ ეძებენ პოლიტიკური დავალების მიმცემებს, რომლებზეც რაღაც ჩვენებები უნდათ“,- განაცხადა ნინო კალანდაძემ.