“ფაქტობრივად პრიგოჟინი უკვე ანაწილებს სამინისტრო პორტფელებს, ან ამაზე პრეტენზია აქვს. სიმართლე რომ ვთქვა, ეჭვი მეპარება, რომ ის ან ანაწილებს ან მონაწილეობას მიიღებს მსგავს განაწილებაში ახლა ან მომავალში, ერთი მარტივი მიზეზის გამო – ვაგნერი, როგორც სამხედრო ძალა, როგორც სრულფასოვანი არმიის კორპუსი, რომლის შემადგენლობაშიც იყო ოცზე მეტი სხვადასხვა ქვედანაყოფი დივიზიის ბატალიონის დონის, ფაქტობრივად დასრულდა. საჰაერო-სადესანტო ძალებისთვისა და რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სხვა ქვედანაყოფებისთვის ფლანგებზე მონაკვეთების გადაცემა არ ხდებოდა იმიტომ, რომ ვაგნერს ეს მონაკვეთები ბეზრდებოდა, არამედ იმიტომ, რომ ვაგნერს ყველა მხარეს იერიში აღარ შეეძლო.[…]ვაგნერი, როგორც დამრტყმელი მოიერიშე ერთეული, მორჩა, უკვე აღარ არსებობს. ხვალ მსგავს დავალებას თუ მისცემენ, ვერ შეასრულებენ”.

აცხადებს, რუსი ულტრანაციონალისტი იგორ გირკინი (ფსევდონიმით – სტრელკოვი).