კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ლიიდერი, ევგენი პრიგოჟინი ამბობს, რომ დროა რუსეთმა უკრაინაში “სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაასრულოს:
„იდეალური ვარიანტია გამოვაცხადოთ სპეციალური სამხედრო ოპერაციის დასასრული, ვაცნობოთ ყველას, რომ რუსეთმა მიაღწია იმ შედეგებს, რაც დაგეგმა და, გარკვეული თვალსაზრისით, ჩვენ ნამდვილად მივაღწიეთ მათ. ჩვენ შეიარაღებული ძალების მებრძოლების დიდი რაოდენობა გავანადგურეთ. და ჩვენ შეგვიძლია საკუთარ თავს ანგარიში ჩავაბაროთ იმის შესახებ, რომ “სპეციალური სამხედრო ოპერაციის”-ს ამოცანები დასრულებულია.
თეორიულად, ეს მსუყე ქულა რუსეთმა უკვე მიიღო უკრაინის აქტიური მამრობითი მოსახლეობის დიდი ნაწილის განადგურებით, ევროპაში გაქცეული მეორე ნაწილის დაშინებით. რუსეთმა დაიპყრო აზოვი და შავი ზღვის დიდი ნაწილი, წაართვა უკრაინის ტერიტორიის მსუყე ნაწილი და შექმნა სახმელეთო დერეფანი ყირიმამდე. ახლა მხოლოდ ერთი რამ რჩება: მტკიცედ მოვიკიდოთ ფეხი, კლანჭებით ჩავეჭიდოთ იმ ტერიტორიებს, რომლებიც უკვე გვაქვს“, – ამბობს ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული “ვაგნერის“ მეთაური.