თბილისში, ვაზისუბანში მდებარე მე-15 საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად 5 ადამიანია დაშავებული, მათ შორის, ერთ-ერთი მძიმედ.
არსებული ინფორმაციით, ძლიერი აფეთქება პირველ სართულზე გაზის გაჟონვის შედეგად მოხდა.
მისივე ინფორმაციით, აფეთქების შედეგად სულ 5 ადამიანი დაშავდა. ნიკა ელისაშვილის თქმით, ერთი ადამიანი, მძიმედ არის, ხოლო 4 ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ამ ეტაპზე ხანძარი ლიკვიდირებულია და მიმდინარეობს სხვადასხვა სამუშაოები.