ვაზისუბანში ნიკა მელიას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

ვაზისუბნის 62-ე სარჩევნო უბანთან გაერთიანებული ოპოზიციის თბილისის მერობის კანდიდატს, ნიკა მელიას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. შემთხვევა მაშინ მოხდა როდესაც ნიკა მელია ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებდა. უცნობმა პირმა ნიკა მელიას თავში ხელი ჩაარტყა და გაიქცა.

აღნიშნულ უბანზე  ელექტროენერგია გამორთულია, ხმის მიცემის პროცესი  კი შეჩერებულია. ”ქართული ოცნების” დეპუტატი ბექა დავითულიანი ამტკიცებს, რომ 62-ე საარჩევნო უბანზე სინათლე “მოკლე ჩართვის” გამო არ არის.