ვაი თქვენს პატრონს, ვერ მოგვერევით თავისუფალ მედიას! – ინგა გრიგოლია თავდაცვის სარჩელზე

ვაი თქვენს პატრონს, ვერ მოგვერევით თავისუფალ მედიას! – ასე ეხმაურება, ჟურნალისტი ინგა გრიგოლია,  დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ თავდაცვის სამინისტროს სარჩელს. იურისტები აცხადებენ  რომ კეზერაშვილის წინააღმდეგ წარმოებული საქმის მთავარი სამიზნე რეალურად ტელეკომპანია “ფორმულაა”.

”მეგობრებო, ვინც „ფორმულაში“ მუშაობთ – თქვენთან ერთად ვართ ამ ბროლაში! სოლიდარობა ტელეკომპანია „ფორმულას“, ჩვენს მეგობრებს, თავისუფალი სიტყვისთვის რომ იბრძვიან. ახლა, არჩევნებამდე ორი დღით ადრე რომ გაახსენდა ვიღაც მინისტრ ჯუანშერს „ფორმულას“ დამფუძნებელი. ვაი თქვენს პატრონს, კოლექტიურო ჯუანშერებო!!!! ერთად ვართ! ერთიანები ვართ! ვერ მოგვერევით თავისუფალ მედიას.” – აცხადებს გრიგოლია.