ვაკის პარკის კასკადი განახლდება, როგორც საბჭოთა კავშირის დროს იყო – კალაძე

“ვაკის პარკის კასკადი განახლდება, როგორც საბჭოთა კავშირის დროს იყო ” – განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე.

“რითიც გამოირჩეოდა ვაკის პარკი, ეს იყო იქ არსებული კასკადი, რომელიც დღეს ამორტიზირებულია, დანგრეული, განადგურებულია და მთლიანად იქნება მოწესრიგებული. განახლების სამუშაოები დაწყებულია. ამ პროექტის ფარგლებში სრულად განახლდება და მოპირკეთდება არსებული სივრცე, მთლიანად შეიცვლება წყალმომარაგების სისტემაც და იქნება, როგორც ეს წლების წინ – საბჭოთა კავშირის პერიოდში იყო. გვახსოვს, როგორი სილამაზე იყო, როდესაც წყალი ჩამოედინებოდა ამ კასკადზე. თავისი განათების სისტემებით, ყველანაირად იქნება განახლებული და მოწესრიგებული. უახლოეს მომავალში ესეც იქნება დამთავრებული და მთლიანად შეიკვრება პროექტი.”- აცხადებს კახა კალაძე.