ვალდებული ხართ, ნებისმიერ ფასად შეაჩეროთ სისხლისღვრა – იანუკოვიჩი ზელენსკის

უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა, პრორუსმა ვიქტორ იანუკოვიჩმა ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდა, “ნებისმიერ ფასად შეწყვიტოს სისხლისღვრა”. მის წერილს “რია ნოვოსტი” ავრცელებს.

“მე კარგად მესმის, რომ ბევრი “მრჩეველი” გყავთ, მაგრამ პირადად თქვენ ვალდებული ხართ ნებისმიერ ფასად შეაჩეროთ სისხლისღვრა და მიაღწიოთ სამშვიდობო შეთანხმებას. ამას თქვენგან მოელიან უკრაინაში, დონბასსა და რუსეთში”, – სწერს იანუკოვიჩი უკრაინის პრეზიდენტს.

მისი აზრით, უკრაინელი ხალხი და კიევის პარტნიორები დასავლეთში მადლიერი იქნებიან ასეთი ნაბიჯის გამო.

“მინდა, მივმართ ზელენსკის, როგორც პრეზიდენტმა პრეზიდენტს, თუნდაც მამა-შვილურად. ვოლოდიმირ, თქვენ, აშკარად ოცნებობთ, ნამდვილი გმირი გახდეთ! მაგრამ გმირობა უკანასკნელი უკრაინელის სიცოცხლემდე ბრძოლა არ არის. გმირობა თავგანწირვაშია, საკუთარ სიამაყეზე და ამბიციებზე გამარჯვებაში, ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად”. – წერს იანუკოვიჩი.

მისივე მტკიცებით, სტიკვა, რაც უკრაინაში ხდება და რასაც უკრაინელებს აიძულებენ, თუმცა აღნიშნავს, რომ „ნებისმიერი ტრაგედიის დროს არის მომენტი, როდესაც მისი შეჩერება მაინც შეიძლება“.