ვამბობდი, ვერ დაითვლით-მეთქი, ვითვლით ახლა? დავითვალოთ – იმნაძე გარდაცვლილებზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მოადგილე, პაატა იმნაძე საკუთარ განცხადებას იხსენებს, როდესაც თქვა, რომ “გვამებს ვერ დავითვლიდით” თუ საზოგადოება რეკომენდაციებს არ დაიცავდა.

“ძალიან ძნელია გარდაცვლილებზე საუბარი, მითუმეტეს როცა ჩემი შვილებისხელა ადამიანია გარდაცვლილი და ვუსამძიმრებ ოჯახს, ტრაგედიაა ეს, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს რომ მოხდებოდა, თუ მოინდომებთ, წაიკითხავთ, როცა ვამბობდი ვერ დაითვლით–მეთქი. ვითვლით ახლა? დავითვალოთ, რამდენია, 1200–ზე მეტია, ხო?! ეგ არის დასათვლელი ამ პატარა ქვეყნისთვის? რა იყო საჭირო, ნიღაბი უნდა გვეტარებინა და დისტანცია დაგვეცვა”,– ამბობს იმნაძე ტვ პირველის ეთერში.

მისივე განცხადებით, მთელი ზაფხულის განმავლობაში იმეორებდნენ, რომ “კორონა მოვა, კორონა არსად არ წასულა”.