ვანიშვილის სიმტკიცე რუსული ოკუპაციის პირისპირ ყველასთვის შთაგონების წყაროდ დარჩება – აშშ-ს საელჩო

“ვანიშვილის სიმტკიცე რუსული ოკუპაციის პირისპირ ყველასთვის შთაგონების წყაროდ დარჩება”- ასე ეხმაურება საქართველოში აშშ-ის საელჩო დათა ვანიშვილის ხსოვნას, რომელიც მავთულხლართებს მიღმა დღეს დაკრძალეს.

“პატივს მივაგებთ დათა ვანიშვილის ხსოვნას, რომლის სიმტკიცეც რუსული ოკუპაციის პირისპირ ყველასთვის შთაგონების წყაროდ დარჩება სანამ რუსეთი არ შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს. “- ნათქვამია განცხადებაში.