ვაორმაგებთ ხაბეიშვილის შეთავაზებას. 400 ათას დოლარს გადავუხდით იმ ძალოვნებს ვინც არ დაემორჩილება რეჟიმს და გადმოვა ხალხის მხარეს.
მე ვარ პასუხისმგებელი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური / State Security Service Of Georgia – გამოდით ჩმორებო)
წერს ნაციონალური მოძრაობის ერთ–ერთი ლიდერი, ანა წითლიძე.
ცოტა ხნის წინ, ლევან ხაბეიშვილი ტელეკომპანია “ფორმულას” ეზოში დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ხაბეიშვილის დაკავების საკითხზე ბრიფინგი გაიმართა, სადაც ითქვა, რომ ხაბეიშვილი ძალოვანი სისტემის თანამშრომლებს “ქრთამის მიცემას დაპირდა”.
“ლევან ხაბეიშვილი საჯარო სივრცეში, ტელევიზიასა და სოციალურ ქსელში ავრცელებდა მოწოდებებს და ძალოვანი სისტემის თანამშრომლებს პირდება ქრთამის მიცემას იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ აქციებზე შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები უარს იტყოდნენ მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებაზე, ასევე, თუ არ გამოიყენებდნენ მათ ხელთ არსებულ, კანონით ნებადართულ სპეციალურ საშუალებებს. ვინც ასეთ ქმედებას განახორციელებდა, ხაბეიშვილი საჯაროდ პირდებოდა 200 000 აშშ დოლარის გადახდას”, – განაცხადეს სუს-ში.
ხაბეიშვილის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 4-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.















