„ვარდების რევოლუციის” შემოქმედი იყო ქართული საზოგადოება, რომელიც იმ რეალობით დაიღალა, რაც შეიქმნა 2004 წლამდე, პრაქტიკულად, ქვეყნის განვითარება შეყოვნდა და ისეთმა სისტემამ დაისადგურა, როცა ადამიანს არანაირი საშუალება არ ჰქონდა, საკუთარი თავი განევითარებინა და საზოგადოებას იმედი ჰქონოდა, რომ ქვეყანა წინ წავიდოდა.
ამ ვითარებაში, გარკვეული პოლიტიკური ძალები გაერთიანდნენ და მათ სათავეში სააკაშვილი აღმოჩნდა და ამ პოლიტიკურ ძალებს და ცვლილებებს, “ვარდების რევოლუციას” საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა მხარი დაუჭირა, მაგრამ ძალიან მალე, “ვარდების რევოლუცია” და ზოგადად ვარდები შეიცვალა ისეთი პოზიციით, რომელიც სერიოზულად დაუპირისპირდა ადამიანის უფლებებს და ვარდი შეიცვალა პოლიციის ხელჯოხით თუ არა, ისეთი სიმბოლური გამონათქვამით, რასაც ჰქვია ცოცხი და ყავარჯნიანი კაცი, მწამებელი გახდა სიმბოლო ამ პოლიტიკური ძალის. სამწუხარო ამბავია, მაგრამ ეს არის ფაქტი”
ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი გია ვოლსკი ვარდების რევოლუციის შესახებ.