“გოლეთიანს არ უნდა პოლიტიკა, მაგრამ მას სწორად პოლიტიკა უპირისპირდება, როგორც სახელისუფლებო, ასევე ოპოზიციური.
თუ გაქვს კითხვები პოლიტიკოსებთან, ისინი კი პასუხის ნაცვლად ზემოდან გიყურებენ, გაქილიკებენ, გლანძღავენ, ცილს გწამებენ, უნდა შეცვალო ხელისუფლება.
ეს არის ყველაზე ეფექტური კანონიერი გზა.ვარლამ გოლეთიანს ვურჩევდი, კენჭი იყაროს ქუთაისის მერის პოსტზე და დაამტკიცოს, რომ ხალხის თვალში არ იკრავს ტალახის ნიაღვარს”
წერს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ნამახვანჰესის საწინააღმდეგო პროტესტის ერთ-ერთ ორგანიზატორზე, ვარლამ გოლეთიანზე.