ვარძიასთან მდინარეში რუსი ტურისტი დაიხრჩო 13:56, 30-04-2025 ვარძიის მიმდებარედ მდინარეში რუსი ტურისტი დაიხრჩო – კაცი მდინარეში ნავით შევიდა და გამოსვლა ვეღარ შეძლო – მას მაშველები გუშინდელი დღიდან ეძებდნენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განაცხადეს, რომ კაცის ცხედარი დღეს იპოვეს.