ვასილ როინიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ დაინიშნა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად უზენაესი სასამართლოს პლენუმმა ვასილ როინიშვილი დანიშნა. როინიშვილს მხარი პლენუმის 18-მა წევრმა დაუჭირა, 2 კი წინააღმდეგი იყო.

როინიშვილი უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლეა. მას შარშან უფლებამოსილება ამოეწურა.

საკონსტიტუციო სასამართლოში ახალი მოსამართლის არჩევის საჭიროება იმის გამო დადგა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედ თავმჯდომარე ზაზა თავაძეს მოსამართლის უფლებამოსილების ვადა ეწურება.