ვასო ფხაკაძეს ყოფილი პოლიციელი სახლში მიადგა, ოჯახის წევრს ნომერი მოტყუებით გამოართვა, დაურეკა და დაემუქრა – ამის შესახებ ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“გრძელდება მუქარა და დაშინება მსახიობებსა და ტელეკომპანია პირველის თანამშრომლებზე.
ვიცავ ვასო ფხაკაძის ინტერესებს.
ვ.ფხაკაძეს 12 მარტს, დღისით, სახლში მიადგა პოლიციის ყოფილი თანამშრომელი, მაგრამ ვასო სახლში არ დახვდა. ოჯახის წევრს ნომერი მოტყუებით გამოართვეს.
შემდგომ იმავე მამაკაცმა ტელეფონზე რამდენჯერმე დაურეკა, აგინა, დაემუქრა, მოგონილი მიზეზები გაუჟღერა და მთელი დღე სახლთან ელოდა.
ეს პირი იდენტიფიცირებულია.
ამ წუთებში საჩივარი შეგვაქვს თბილისის პროკურატურაში და ველოდებით გამოძიების დაწყებას,”- წერს ადვოკატი.