“ვატიკანი მზადაა გააკეთოს ყველაფერი, რათა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას მიაღწიონ_ განაცხადა ვატიკანის სახელმწიფო მდივანმა, კარდინალმა პიეტრო პაროლინიმ Vatican News-თან ინტერვიუში.
“ჩვენ ვხედავთ საშინელ სურათებს უკრაინიდან. მშვიდობიანი მოქალაქეები, ქალები, მოხუცები და დაუცველი ბავშვები, რომლებმაც სიცოცხლე დაკარგეს ომის სიგიჟის გამო. ტანჯვა იზრდება, როდესაც ვხედავთ ქალაქებს დანგრეული სახლებით, ელექტროენერგიის გარეშე. საკვებისა და მედიკამენტების ნაკლებობა, ასევე მილიონობით ლტოლვილი, ძირითადად ქალები და ბავშვები, რომლებიც გაურბიან ბომბებს. ჩვენ გვჭირდება ქვის გული, რომ დავრჩეთ გულგრილნი და მივცეთ საშუალება, რომ ეს ქაოსი გაგრძელდეს, რადგან სისხლისა და ცრემლების მდინარეები დენას აგრძელებენ. ომი არის. ბარბაროსობა”, – განაცხადა მან.