ვაქცინაციის მოწინააღმდეგეებს, აცრა ძილში უნდა გავუკეთოთ – ფილიპინების პრეზიდენტი

პრობლემა მათშია, ვისაც ვაქცინაცია არ უნდა, მოძებნეთ ისინი, ვაქცინაციის მოწინააღმდეგეებს, აცრა ძილში უნდა გავუკეთოთ  – ამის შესახებ, განცხადება ფილიპინების პრეზიდენტმა, როდრიგო დუტერტემ განაცხადა. მან ასევე აღიარა, რომ შესაძლოა, დამნაშავე იყოს იმაში, რომ ქვეყნის ბევრი მცხოვრები დღემდე არ არის ვაქცინირებული. ინფორმაციას CNN Philippines ავრცელებს. 

“პრობლემა მათშია, ვისაც ვაქცინაცია არ უნდა. მოძებნეთ ისინი თქვენს სოფლებში, ჩვენ მივალთ მათთან და ინექციას ძილში გავუკეთებთ. თუ მათ არ სურთ ვაქცინაცია, მივალთ მათთან სახლში და ინექციას ღამით გავუკეთებთ, მე თავად ვუხელმძღვანლებ ამ ინიციატივას”, – განაცხადა დუტერტემ.