დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ვაქცინაციის შემდეგ “ცოტა მძიმე გართულების” 4 შემთხვევა დაფიქსირდა.
“მძიმე გართულება არ ყოფილა მსგავსი. ამ ტრაგიკული შემთხვევის გარდა, რომელიც კლინიკურად ჰგავს, მაგრამ სანამ საბოლოო წერტილი არ დაესმება ექსპერტიზის მიერ, იყო თუ არა ანაფილაქსია, ვერ ვიმსჯელებთ მაგაზე. მეორე შემთხვევა – იქ კლინიკამ დაწერა ანაფილაქსიური შოკი, მაგრამ ვფიქრობ, იყო მწვავე ალერგიული რეაქცია და ამასაც ვაქცინაციაზე გვერდითი მოქმედებების კომიტეტი განიხილავს, იყო თუ არა შოკი. ის ქალბატონი კარგად ბრძანდება. ასევე, ცოტა მძიმე გართულება შემოსულია 4 შემთხვევა, ოღონდ არა ანაფილაქსია და ეს ექვემდებარება საერთაშორისო შეტყობინებას, ” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე.
მისივე განმარტებით, მსუბუქი გართულებების სიმპტომებია: ტემპერატურის მომატება, სახსრების ტკვილი, კუნთების ტკივილი, ინექციის ადგილზე სიწითლე და ტკვილი 1–2 დღის განმავლობაში, საერთო სისუსტე და დაღლილობის შეგრძნება.