„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე შეცდომად თვლის, რომ ქართულ ოცნებასთან ამნისტიაზე შეთანხმებამდე 20 ივნისის დაზარალებულებთან წინასწარ კომუნიკაციის არ ჰქონიათ, რის გამოც მათ ბოდიშს უხდის.
„ღიად ვაცხადებ, ერთადერთი ჩვენ შეცდომად რასაც მივიჩნევ არის, ეს ერთი შეცდომა გვაქვს და გულწრფელად ამისთვის ვიხდი ბოდიშს, რომ ჩვენ ვერ მოვახერხეთ წინასწარ დაზარალებულებთან კომუნიკაცია, რომ კარგად აგვეხსნა, რაზე იყო საუბარი. ამას ნამდვილად ვთვლი ჩვენ შეცდომად. გუშინ, შოთა დიღმელაშვილმა შეგვახსენა და ვეთანხმები მას და „სირცხვილიას“. ამიერიდან მუდმივად გვექნება ეს საკითხი. უბრალოდ ტურბულენციურ გარემოში სამწუხაროდ, ეს თემა ვერ დავაორგანიზეთ. ეს არის ჩვენი შეცდომა და ბოდიში დაზარალებულებს”,– ამბობს ვაშაძე.
ვაშაძე ირწმუნება, რომ ამნისტიის კანონი “თვალისმთხრელ ჯალათებზე” ვერ გავრცელდება, რადგან ამის უფლება საქართველოს პარლამენტს არ აქვს.