”სამეულთან თანამშრომლობა ძალიან საჭირო, საინტესო და საქმისთვის სასარგებლო იყო. პირველივე დღიდან ვამბობდით რომ ეს არა საარჩევნო, არამედ კონკრეტულ ამოცანებთან დაკავშირებული თანამშრომლობა იყო, 24 თებერვალი მათ შორის. სიებზე და მსგავს საკითხებზე, როგორც მაშინაც ვამბობდით არასდროს გვქონია საუბარი.
ცალკე მინდა ვთქვა, რომ Zurab Girchi Japaridze Giorgi Vashadze / გიორგი ვაშაძე სთან თანამშრომლობა ძალიან სასიამოვნო იყო ჩემთვის. გიორგი ძალიან კეთილსინდისიერად და ენერგიულად ოყო ჩართული ყველაფერში. მადლობელი ვარ მისი ამ თანამშრომლობისთვის.
ახლა ახალი ეტაპია, სადაც ოპტიმალური საარჩევნო კონფიგურაცია უნდა შევქმნათ ოპოზიციამ და გავაგრძელოთ ბრძოლა. ამ კონსტრუქციაში გიორგი ნაციონალურ მოძრაობაში ხედავს თავის თავს, ‘დროა’ – არა. წარმატებებს ვუსურვებ გიირგისაც და ნქციონალურ მოძრაობასაც საკუთარი ამომრჩევლია მაქსიმალურად კონსოლიდაციაში.
ჩვენც გვექნება ჩვენი საარჩევნო განაცხადი და ყველაფერს ვიზამ, რომ ის შედეგისთვის, ანუ რუსების გაგდებიათვის და პროდასავლური სამომავლო კოალიციისთვის ოპტიმალური იყოს”.
აცხადებს, ამის შესახებ პარტია “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია. დღეს, 20:00 ნაციონალური მოძრაობა და სტრატეგია აღმაშენებელი სამომავლო გეგმებზე ბრიფინგის გამართავენ.