“ეს ხალხი ხმასაც კი ვერ მცემს, იმდენად ბევრია ჩაჭრილი ჩემთან პერსონალურ ურთიერთობაში. ყველაზე ამორალური მათი მხრიდან არის, რომ როგორც კი ჩემი პოზიცია არ მოეწონებათ, მყისიერად გამოდიან, იტყვიან – ჩხარტიშვილი, ჩხარტიშვილი. ცოლი ძალიან მიყვარს და ვერ გავშორდები იმის გამო, რომ ნაცმოძრაობა სულ ამას მაძახებს. არ ვაპირებ ოჯახის დანგრევას ამათ გამო. რა დონის ამორალურია უკვე მათი მხრიდან, რომ ერთ დღეს ჩხარტიშვილის სიძე ვარ, მეორე დღეს ჩემთან ერთად ბრძოლა უნდათ”
ასე ეხმიანება სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე ენმ-ს წევრის, ნონა მამულაშვილის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ვაშაძე ვანო ჩხარტიშვილის დაკვეთას ასრულებს.