“არაერთი მაღალჩინოსანი ვაშინგტონიდან მისვამს შეკითხვებს იმ პირთა მოტივის შესახებ, რომლებიც განაგრძობენ ტყუილებისა და შეთქმულების თეორიების გამეორებას, რაც თანხვედრაშია პრორუსულ დეზინფორმაციასთან. აგრეთვე არის კითხვები იმაზე, თუ მმართველი პარტია და მთავრობა, უფრო მკვეთრად რატომ არ ემიჯნება ამ დეზინფორმაციას. ჩნდება კითხვები იმ პირთა მოტივის შესახებ, რომლებიც ცდილობენ დაბნეულობის დათესვას და საზოგადოების უფრო მეტად გახლეჩას. ვფიქრობ, რეალური კითხვა შემდეგში მდგომარეობს – რა მიზანს ემსახურება ეს, მიზნად ხომ არ ისახავენ სცადონ, ზიანი მიაყენონ იმ ძლიერ პარტნიორობას, რომელიც შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის არსებობს უკვე 30 წელია“
საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, ამერიკელი მაღალჩინოსნების მხრიდან კითხვებია იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ ემიჯნება მმართველი გუნდი ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასული დეპუტატების ანტიამერიკულ განცხადებებს და თავდასხმებს აშშ-ზე.