სეისმოლოგი თეა გოდოლაძის ინფორმაციით, ვაშლიჯვრის ფერდზე მეწყრის ნაწილი ჩავარდა. ამის ამსახველ ფოტოს ის Facebook-ზე ავრცელებს.
“ჩავარდნილა. უბრალოდ მოძრაობს სტაბილურად, მეტი არაფერი”,– წერს გოდოლაძე.
დღეს ვაშლიჯვრის მოსახლეობამ აქცია გამართა და მოითხოვა, შეჩერდეს მშენებლობები მიმდებარე ტერიტორიაზე. ისინი მეწყრული პროცესის მართვის გამჭვირვალობასა და პროცესში მოსახლეობის ჩართულობას ითხოვენ.