“ვაჩვენეთ საზოგადოებას როგორი შეიძლება იყოს ჯანმრთელი, ჯანსაღი ხელისუფლება”- ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.
“ჩვენ ვაჩვენეთ საზოგადოებას, ქართულმა ოცნებამ, როგორი შეიძლება იყოს ხელისუფლება. ჯანმრთელი, ჯანსაღი ხელისუფლება. ევროპული ტიპის ხელისუფლება. ის, რაც უნდა იყოს რეალურად. რეალურია, რომ ხელისუფლება უნდა მოვიდეს და ხალხის სამსახურში ჩადგეს და არა პირიქით. პირიქითი უბედურებები ჩვენ განვიცადეთ 20 წლის განმავლობაში, 8 წლის განმავლობაში საზოგადოებამ ნახა საპირისპირო. აი, ქართული ოცნების სახით: ძალიან ნიჭიერი ხალხით შემდგარი გუნდი, პირდაპირი მნიშვნელობით, გულწრფელად, სიყვარულით ემსახურება საკუთარ ხალხს და საკუთარ საზოგადოებას. აქაც თემა დახურულია. გამოცდილებაც მივიღეთ. ეხლა, თუ ამის შემდგომ, თეორიულად დავუშვებთ, თუმცა, მე არ მეჯერება, რომ საზოგადოება მაინც, აგერ აქვს ყველანაირი მაგალითი, აარჩია მოძალადე და უნდა რომ ბატონი ჰყავდეს, მე რაღა შუაში ვარ, პრინციპში.”- განაცხადა ივანიშვილმა.