ვაჩვენოთ რომ მოსახლეობა სხვანაირად ფიქრობს – 7 საათზე კანცელარიასთან აქცია გაიმართება

“ვაჩვენოთ რომ მოსახლეობა სხვანაირად ფიქრობს ” – 7 საათზე კანცელარიასთან უკრაინაზე საქართველოს მთავრობის პოზიციის გასაპროტესტებლად აქცია გაიმართება.

“ვაპროტესტებთ ჩვენი ხელისუფლების სამარცხვინო პოზიციას, რომ საქართველო დასავლეთის მიერ რუსეთის მიმართ დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს არ უერთდება!

უკრაინა ჩვენი მოძმე ერია, ბოროტების იმპერიას ერთად ვებრძვით და მიგვაჩნია, რომ ჩვენი სამშობლოს ასეთი პოზიცია არის ლაჩრული, უღირსი და ჩვენი ქვეყნის შემარცხვენელი.

მეგობრებს გასაჭირში მარტო არ ტოვებენ და თუ ბევრი რამის გაკეთება არ შეგვიძლია, სულ მინიმუმ თანადგომა მაინც უნდა გამოვხატოთ!!!

შევიკრიბოთ და დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია. ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ ქართველი ხალხი ლაჩარი და გამყიდველი ერი არ არის და რომ საქართველოს მოსახლეობა სხვანაირად ფიქრობს!” – წერს აქციის ორგანიზატორი მოძრაობა სირცხვილია