ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდამსხმელებმა საპატიმრო დატოვეს, ბრალდებულებს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაკავებულებს 6 თვიანი პატიმრობა მიესაჯათ, რომელიც დღეს უკვე ამოწურულია. შესაბამისად სამივე დამნაშავემ ციხე დღესვე დატოვა.
ცნობისთვის, ჟურნალისტ ვახო სანაიას თავს 2021 წლის 25 თებერვალს დაესხნენ, როდესაც ის მეუღლესთან და მცირეწლოვან ბავშვთან ერთად გადაადგილდებოდა.