ვგობთ ჩინეთის წინააღმდეგ ნებისმიერ პოლიტიკურ პროვოკაციას – ევროპელი სოციალისტები

ევროპელი სოციალისტები”  აშშ-ის  წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის გამო განვითარებულ დაძაბულობას ეხმაურებიან. პარტიის განცხადებით, ისინი გმობენ ჩინეთის წინააღმდეგ ნებისმიერ პოლიტიკურ პროვოკაციას.

“პარტია “ევროპელი სოციალისტები” კატეგორიულად გმობს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის წინააღმდეგ მიმართულ ნებისმიერ პოლიტიკურ პროვოკაციას. პარტიის წევრთათვის, მიუღებელია ერთიანი ჩინეთის სახელმწიფო სუვერენიტეტის ფუნდამენტური პრინციპების დარღვევა და სეპარატისტული აქტივობების ხელშეწყობა.

მიგვაჩნია, რომ ბოლო დროს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიულ და კანონიერ საზღვრებში, განვითარებული მოვლენები, გახლავთ მცდელობა, რომ პროვოკაციებითა და წაქეზების პოლიტიკით, მსოფლიოში წარმოიქმნას დაძაბულობის კიდევ ერთი კერა. ქართველი ხალხი ისტორიულად კეთილგანწყობილი იყო და მუდამ მხარს უჭერდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პოლიტიკას.

ცნობილია, ჩვენი ხალხის ისტორიული დამოკიდებულება ჩინელი ხალხის მიმართ, სახელმწიფოში სოციალისტური იდეოლოგიიდან გამომდინარე, რომელიც ასე კარგად არის შერწყმული კერძო საკუთრების პრინციპებთან, რაც საბოლოო ჯამში, გახდა უმთავრესი საფუძველი იმ უდიდესი ეკონომიკური წინსვლისა, რასაც ბოლო პერიოდში, ჩინეთის სახელმწიფომ სამაგალითოდ მიაღწია”, – ნათქვამია განცხადებაში.