ველი 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებას – სენატორი რიში

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჯეიმს რიში საქართველოს პარლამენტის მიერ საარჩევნო სისტემის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ცვლილებების განხორციელება დემოკრატიისკენ გადადგმული ნაბიჯია.

სენატორი 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებას ელის.

„მოხარული ვარ, რომ საქართველოს პარლამენტმა მიიღო 8 მარტის შეთანხმებით გათვალისწინებული საკონსტიტუციო ცვლილებები. ეს გაზრდის ქართველების ნდობას მათი მთავრობისადმი და წაახალისებს დემოკრატიულ მონაწილეობას. ველი შეთანხმების სრულად შესრულებას და საქართველოში დემოკრატიის გაღრმავებას“, – წერს რიში Twitter-ზე.

პარლამენტმა 2020 წლის 29 ივნისს საკონსტიტუციო ცვლილებებს დაუჭირა მხარი. წლევანდელი  საპარლამენტო არჩევნები 120/30 პროპორციით ჩატარდება – 120 დეპუტატს ქვეყნის მოსახლეობა პროპორციული წესით, 1%-იანი ბარიერით აირჩევს, 30-ს კი მაჟორიტარული წესით.