“ველით განმარტებას, რა მიზეზით არ დაუშვეს ადვოკატები სასამართლო დარბაზში”-საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი, დავით ასათიანი საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების სხდომაზე არ დაშვებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
”რაც შეეხება ექსპრეზიდენტის რამდენიმე ადვოკატების არდაშვებას სასამართლო სხდომაზე – ბრალდებულს უფლება აქვს შეუზღუდავად ისარგებლოს ადვოკატის დახმარებით !
ამიტომ, თბილისის საქალაქო სასამართლო / Tbilisi City Court ველით დროულ და ნათელ განმარტებას რა მიზეზით არ მოხდა ადვოკატების დაშვება სასამართლო დარბაზში” – წერს დავით ასათიანი სოციალურ ქსელში.