“ველოდები აღიარებებს, როგორ მკლავდა სააკაშვილი”- გვარამია სუს-ის გავრცელებულ ინფორმაციაზე

“ველოდები აღიარებებს, როგორ მკლავდა სააკაშვილი” – ამის შესახებ, “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს. მან  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაახლოებით 1 საათის წინ დატოვა და განაცხადა, რომ უწყებამ მას კონკრეტული ინფორმაცია მიაწოდა რაზეც 1 თვის წინ უკვე ისაუბრეს. კონკრეტულად  შეხვედრაზე კი ნიკა გვარამიას დაცვის ღონისძიებებზე ისაუბრეს.

”კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა რისი თქმაც ამიკრძალა მედიასთან, გამოვიდა და თვითონ მოყვა. არც მახსოვს, როდისმე განცხადება გაეკეთებინოთ ჯერ, მით უფრო, ასე მყისიერად.

იმედი კი გამოვთქვი, წინასაარჩევნო ტრიუკი არ არისთქო, მაგრამ იმედი გადამეწურა.

ველოდები აღიარებებს, როგორ მკლავდა სააკაშვილი. მეორე ვარიანტია, ფორმულას ამბავი, რომელიც ჩვენი ინფორმაციით უკვე დააყადაღეს, უნდა გადაიფაროს დამხაფვრელი სკანდალით.”- წერს ნიკა გვარამია.

ცნობისთვის, “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა მასზე შესაძლო ტერორისტული აქტის განხორციელების შესახებ საგამოძიებო უწყებას ინფორმაცია აგვისტოში მიაწოდა.  სუს-მა ფაქტზე გამოძიება 6 აგვისტოს დაიწყო